სიახლები

03-12-2022 ტყვია

ტყვია — ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pb.ტყვიას აქვს ყველაზე დიდი ატომური ნომერი მდგრად ელემენტებს შორის. ტყვია რბილი და ძლიერ პლასტიკური მძიმე ლითონია.მყარ მდგომარეობაში მონაცრისფრო-მოცისფრო ფერი აქვს, გამდნარი ტყვია ელვარებს მოვერცხლისფრო-ქრომის ფრად, ხოლო აირად მდგომარეობაში გადასვლისას იგი ბუნდოვან ნაცრისფერ ნისლად იქცევა. ტყვიას ფართო გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში.გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია რადიაციას არ ატარებს, მისგან მზადდება რადიაციასაწინააღმდეგო ფენები. კალისა და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად.ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია მომწამვლელია ცხოველებისთვის. იგი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს უწესრიგობას ტვინში.ტყვიისგან მოწამვლა დოკუმენტირებულია ჯერ კიდევ ძველი რომის, ძველი საბერძნეთისა და ძველი ჩინეთის პერიოდიდან. მოწამვლა, ჩვეულებრივ, ტყვიის შემცველი საკვებისა და წყლის მიღებით ხდება, მაგრამ შესაძლოა ასევე გრუნტის, მტვერისა და ტყვიაზე დაფუძნებული საღებავის შემთხვევითი შესუნთქვითაც მოხდეს.კლუბის წევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი:ტყვიის იონის აღმოჩენა.ტყვიის აცეტატს დაუმატეს კალიუმის იოდიდი და წარმოიქმნა ულამაზესი ყვითელი ნალექი.

ნანახია 558-ჯერ